რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყირიმში, რუსეთის საჰაერო ძალების ავიაბაზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა

Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ რამდენიმე წუთის წინ, ყირიმში, ნოვოფედოროვკაში, ფრონტის ხაზიდან 200 კმ-ზე განთავსებულ რუსეთის საჰაერო ძალების ავიაბაზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

Reuters-ის ცნობით, ადგილობრივი დროით 15:30-ზე ერთი წუთის განმავლობაში სულ მცირე 12 სხვადასხვა ინტენსივობის აფეთქება გაისმა. მათ შორის 3 განსაკუთრებით მასშტაბური იყო, რომელმაც კვამლი გამოიწვია. თვითმხილველების თქმით, აფეთქებამ ახლომდებარე ქალაქ საკიში სირენების ჩართვაც გამოიწვია. 

ყირიმის რუსი გუბერნატორი, სერგეი აქსიონოვი თავის Telegram-ზე წერს, რომ იგი შემთხვევის ადგილზე მივა და "გარემოებას დააზუსტებს".

კომენტარები