რაც შეეხება კელი დეგნანზე თავდასხმას, ვფიქრობ, ეს ის დავაა, რომელსაც ქართული მედია დიდ ყურადღებას უთმობს და ყურადღება გადააქვს გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებიდან, რომლებიც ახლა ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. ეს საკითხები ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმასთან და სხვა გამოწვევებთანაა დაკავშირებული, მაგალითად - შრომის ბაზართან. სასარგებლო არაა მედიის ყურადღების გამახვილება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დავა კონკრეტულ პირებს თუ დიპლომატებს შორის. ევროკავშირის 12 პუნქტი დიდი პროგრამა და მნიშვნელოვანი დავალებაა, გამოწვევა ქართველი პოლიტიკოსებისთვის.
აშშ-საქართველო
კნირში: სასარგებლო არაა პირებს თუ დიპლომატებს შორის დავაზე მედიის ყურადღების გამახვილება
tbl.ge/62pq
დაკოპირდა

ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირში. 8 ივლისს ივანიშვილის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს მიმართა და მოუწოდა, რომ ამერიკის "იმიჯის დასაცავად" ნაციონალური მოძრაობის "პროვოკაციებსა" და "ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს" საჯაროდ გაემიჯნოს. დეგნანის შეფასებით, ყაველაშვილის განცხადება "სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით".
ამავე თემაზე
- რადიო თავისუფლება: თბილისის აეროპორტში აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა
- მაჭავარიანი: ვისაც პრეტენზიებს ვუყენებდით, არიან ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მტრები
- პაპუაშვილი აშშ-ზე: ვიზიტს იმედით ვუყურებთ, მაგრამ უფრო მაღალ ტემპს ვისურვებდით
- ბოჭორიშვილი აშშ-ს სახდეპის წარმომადგენელს შეხვდა – საგარეო
- აშშ-ის სახდეპის წარმომადგენელი ოპოზიციის ალიანსს, ლელოსა და გახარიას პარტიას შეხვდა




