რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი მომავალ წელს უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციას უმასპინძლებს

REUTERS

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციას, URC-ს უმასპინძლებს. კონფერენცია რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ უკრაინის დახმარებისა და აღდგენის გეგმებს შეეხება. 

უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენცია (URC2022), რომელიც მომავალ კვირას ლუგანოში ჩატარდება, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინის აღდგენის გეგმას განიხილავს.

ბრიტანეთის ცნობით, ქვეყანა უკრაინასა და სხვა პარტნიორებთან ერთად მომავალი წლის კონფერენციის ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონში ჩატარებაზე მუშაობს.

"ჩვენ ომის დაწყების დღიდან უკრაინის გვერდით ვართ და გავაგრძელებთ უკრაინის რეკონსტრუქციისა და განვითარების გეგმის მხარდაჭერას". - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები