შინ ევროპისკენ

თსუ: არ დავუშვებთ საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური დაპირისპირების მცდელობას

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაღლივ კორპუსთან სტუდენტებთან დაპირისპირებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ინციდენტის განმუხტვა თსუ დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შეძლებისდაგვარად მოახერხეს.

თსუ აცხადებს, რომ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები თუ ადმინისტრაციის თანამშრომლები შეუზღუდავად სარგებლობენ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებითა და თავისუფლებებით და "საუკუნეზე მეტია უნივერსიტეტი ემსახურება საზოგადოების განათლებას, ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამყარებასა და განმტკიცებას."

"შესაბამისად, უნივერსიტეტი მხარს უჭერს აზრის გამოხატვის მხოლოდ დემოკრატიულ ფორმებს და ამავე დროს, ემიჯნება საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური პროცესების შემოტანას. ადმინისტრაცია  არ დაუშვებს  საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური დაპირისპირების მცდელობას და მიმართავს ყველა პოლიტიკურ ძალას თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან.

უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და მოუწოდებს ახალგაზრდებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ადამიანის უფლებებს, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ მაპროვოცირებელი ქმედებებისგან".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სტუდენტები ამბობენ, რომ სამოქალაქო მოძრაობის შინ ევროპისკენ ბროშურებს არიგებდნენ და 3 ივლისს დაგეგმილ აქციაზე საინფორმაციო შეხვედრები ჰქონდათ, რა დროსაც მათ თავს ქართული ოცნების პარტიული აქტივისტები დაესხნენ. 

კომენტარები