შინ ევროპისკენ

ლელო: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

პარტია ლელო 3 ივლისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათი ორგანიზებით საქართველოს 20-ზე მეტი ქალაქიდან დაიძვრება ავტობუსები. "3 ივლისს 20:00 სთ-ზე რუსთაველზე ვიკრიბებით ევროპული მომავლის დასაცავად" - ვკითხულობთ განცხადებაში. 

"სპეციალურად რეგიონებისთვის. ლელოს ორგანიზებით საქართველოს 20 ზე მეტი ქალაქიდან დაიძვრება ავტობუსები, ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა, დაესწროს თბილისში, რუსთაველზე აქციას.

ავტობუსების განრიგი:

  • წალენჯიხა 9:30 | მერიის მიმდებარე ტერიტორია
  •  ბათუმი 10:00 | “ლელოს” ოფისი. ფარნავაზ მეფის #46.
  •  ზუგდიდი 11:30 | გუბერნიის წინ მოედანი
  • ჩხოროწყუ 12:00 | ცენტრალური მოედანი
  • ხარაგაული 14:30 | კინოთეატრი
  • ჭიათურა 14:30 | ნინოშვილის ქუჩა
  •  სამტრედია 14:30 | ჭავჭავაძის ქუჩა
  •  ზესტაფონი 15:30 | ცენტრალური მოედანი
  • ტყიბული 14:30 | კარლო ლომიძის მოედანი

ინფორმაცია საათობრივად განახლდება, დაემატება სხვადასხვა ქალაქები და რაიონული ცენტრები, საიდანაც შეგიძლიათ გამოჰყვეთ ლელოს ავტობუსებს აქციაზე დასასწრებად". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

24 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ საკუთარი მოთხოვნები წარადგინა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს შეასრულებს. მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მოძრაობამ მთავრობას დრო 3 ივლისამდე მისცა. 

კომენტარები