შინ ევროპისკენ

სირცხვილია: სუს-დან გვითხრეს, თუ აქცია 5 წუთში არ დაიშლება, ყველას დაიჭერენ

სირცხვილიას ცნობით, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სუს-ის წარმომადგენელმა დაშლა მოსთხოვა.

"გვითხრა, რომ თუ აქცია 5 წუთში არ დაიშლება, ყველას დაიჭერენ. როგორც ჩანს, ჩვენი ხმაურით მთავრობის წევრებს ვაწუხებთ" - წერს სირცხვილია.

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეების ნაწილი 3 ივლისის აქციის შემდეგ დარჩა. ისინი აპირებენ, "მჯდომარე პროტესტით შემოევლონ ქაჯეთის ციხეს". 

"მშვიდობიანად დავხვდებით მთავრობას, ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას, რადგან აქედან არ ესმით" - თქვა აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა. 

ორშაბათობით, როგორც წესი, მთავრობის სხდომა 11:00-ზე იმართება, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში - 14:00-ზე. ჯერჯერობით უცნობია, დღეს როდის შეიკრიბება მინისტრთა კაბინეტი.

კომენტარები