შინ ევროპისკენ

კობახიძე: სცენაზე ვინც იდგა აქციებზე, ყველა იყო უსამშობლო და უღმერთო

აშკარად არის რაღაც ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური სინდრომი, რასთანაც გვაქვს საქმე - ეს ადამიანები თავისი უბედურების ყველა სათავეს ხედავენ სწორედ ამ კაცში, 2012 წლიდან მოყოლებული, ეტყობა, გამოჰყვათ ეს სინდრომი. ქვეყანაში რომ არის მშვიდობა, როგორც ჩანს, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ არის სიმშვიდე, როგორც ჩანს, ამასაც ივანიშვილს აბრალებენ. როგორც ჩანს, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. ეტყობა, ეს არის რაღაც მათი ქვეცნობიერი თუ რაღაც ცნობიერი პრობლემა, სინდრომი, ფსიქოლოგიური პრობლემა. 

ეს არის მათი რიტორიკის შემადგენელი ნაწილი. მათთვის მისი არსებობა არის პრობლემა, რაც, სხვათა შორის, წამოსცდა ერთ-ერთ ევროპარლამენტარს, გალერს, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ ივანიშვილი პარტიოტია, ქვეყნიდან წავიდოდაო. ნახეთ, როგორ ესმით პატრიოტიზმი - ანუ, პატრიოტი არის კაცი, რომელიც ქვეყანას ტობს. არც ნოსტალგია გაუგიათ, არც რაიმე მსგავსი ფენომენი გაუგიათ. აქედან ჩანს მათი დამოკიდებულება - ამ ადამიანებისთვის პატრიოტი ქვეყნიდან უნდა წავიდეს და უსამშობლო ადამიანებს უნდა ჩაბარდეთ ქვეყანა. სცენაზე ვინც იდგა იმ აქციებზე, ყველა იყო უსამშობლო და უღმერთო იმ გაგებით, რომ რწმენა არ აქვთ არანაირი. მათი უფლებაა, მაგრამ რეალურად ასეთი ადამიანები იდგნენ იქ სცენაზე. სათითაოდ რომ გავყვეთ თითოეულ მათგანს, ასეთები არიან. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. 

კომენტარები