შინ ევროპისკენ

"ოცნების ზონდერები არიან" – მაღლივთან ბროშურების დარიგებისას სტუდენტებს დაუპირისპირდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სტუდენტები ამბობენ, რომ სამოქალაქო მოძრაობის შინ ევროპისკენ ბროშურებს არიგებდნენ და 3 ივლისს დაგეგმილ აქციაზე საინფორმაციო შეხვედრები ჰქონდათ, რა დროსაც მოქალაქეების ჯგუფი მათ თავს დაესხა. 

"პირდაპირ მოუწოდებთ ძალადობისკენ ხალხს, რომ 3 ივლისს დაანგრიონ პარლამენტის შენობა".- მიმართა აქტივისტებს ერთ-ერთი მოქალაქემ, ნიკოლოზ მელიქიშვილმა. 

ადამიანები, რომლებიც აქტივისტებს დაუპირისპირდნენ, ამბობენ, რომ სტუდენტები არიან, ერთ-ერთის სიტყვებით, "სირცხვილიას დაგეგმილი არის ეს, რასაც არიგებენ და ნაცებს ყოველთვის შევეწინააღმდეგები". 

სტუდენტების ინფორმაციით, მათზე თავდამსხმელები ქართული ოცნების პარტიული აქტივისტები არიან. 

"ესენი იყვნენ ქართული ოცნების მოყვანილი ზონდერები. ერთ-ერთი ბიჭი ისნის გამგეობის წევრია, მანამდე ქართული ოცნების ახალგაზრდულის წევრი იყო. მოვიდნენ, გადმოვიდნენ გინებაზე, დაიწყეს ფიზიკური დაპირისპირება. ნავარჯიშები, სპორტსმენი ხალხი ჰყავთ მოყვანილი და მათ აცემინეს სტუდენტები. ერთადერთი, რაზეც ეს ყველაფერი მიანიშნებს, არის ის, რომ ოცნების ხელისუფლებას მეტი აღარაფერი დარჩენია, გადასულია სტუდენტების ცემაზე და სტუდენტებზე ძალადობაზე. ეს ამათ არ გაუვათ". - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი მთავართან ინტერვიუში.  

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.  

კომენტარები