დიდი შვიდეულის სამიტი

"მკერდმოშიშვლებული ჭენება საუკეთესოა" – G7-ის ლიდერები პუტინზე ხუმრობენ

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა დღეს გამართულ სამიტზე, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთ-უკრაინის ომი იყო, რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმირ პუტინზე იხუმრეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა პუტინის მკერდმოშიშვლებული ფოტოზე ირონიულად იკითხა: "გავიხადოთ ქურთუკები, თუ კიდევ უფრო მეტი რამ? ჩვენ ყველამ უნდა ვაჩვენოთ, რომ პუტინზე მაგრები ვართ".

"მკერდმოშიშვლებული ჭენება". - პასუხობს კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო.

"ოჰ, დიახ. ჭენება საუკეთესოა". - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა. 


დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსული ოქროს იმპორტს კრძალავენ. ამის შესახებ ბავარიაში G7-ის სამიტზე განაცხადეს, სადაც ომის შედეგად გამოწვეული ენერგოდეფიციტისა და საკვების კრიზისის განხილვა მიმდინარეობს.

აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დამატებით განმარტა, რომ G7 ოქროს იმპორტის აკრძალვის შესახებ ოფიციალურ განცხადებას 28 ივნისს გაავრცელებს. 

გასულ წელს რუსული ოქროს ექსპორტი $15.45 მილიარდი იყო. ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, მდიდარი რუსები სანქციების ფინანსური ზემოქმედების შესამცირებლად დასავლეთისგან ოქროს ზოდებს ყიდულობდნენ. Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, ოქროს იმპორტის აკრძალვასთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსული ნავთობის იმპორტის ფასის ლიმიტის დაწესებაზე. 

კომენტარები