დიდი შვიდეულის სამიტი

დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტს კრძალავენ

დიდი შვიდეულის G7-ის ქვეყნები რუსული ოქროს იმპორტს კრძალავენ. ამის შესახებ ბავარიაში G7-ის სამიტზე განაცხადეს, სადაც ომის შედეგად გამოწვეული ენერგოდეფიციტისა და საკვების კრიზისის განხილვაა დაგეგმილი. 

"შეზღუდვები, რომლებიც დღეს მივიღეთ, პირდაპირ რუს ოლიგარქებსა და პუტინის ომის მანქანას დაარტყამს". - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა.

აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დამატებით განმარტა, რომ G7 ოქროს იმპორტის აკრძალვის შესახებ ოფიციალურ განცხადებას 28 ივნისს გაავრცელებს. 

გასულ წელს რუსული ოქროს ექსპორტი $15.45 მილიარდი იყო. ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, მდიდარი რუსები სანქციების ფინანსური ზემოქმედების შესამცირებლად დასავლეთისგან ოქროს ზოდებს ყიდულობდნენ. Reuter-ის წყაროს ინფორმაციით, ოქროს იმპორტის აკრძალვასთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსული ნავთობის იმპორტის ფასის ლიმიტის დაწესებაზე. 

კომენტარები