დიდი შვიდეულის სამიტი

მიშელი: G7-ის ქვეყნები იზიარებენ მიზანს, გადავუკეტოთ ჟანგბადი რუსეთის ომის მანქანას

"G7-ის ქვეყნები იზიარებენ მიზანს, მოდით, გადავუკეტოთ ჟანგბადის მიწოდება რუსეთის ომის მანქანას".- თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბავარიაში დიდი შვიდეულის სამიტის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე. 

მიშელმა თქვა, რომ "რუსეთის ომმა მსოფლიო საფრთხეში ჩააგდო" და ამან გავლენა მოახდინა სურსათისა და საწვავის მიწოდებაზე, ფასებსა და უსაფრთხოებაზე.

მისივე თქმით, G7-სა და ევროკავშირს აქვთ "ურყევი ერთიანობა" უკრაინის მხარდასაჭერის კუთხით.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას და მზად არის მეტი უზრუნველყოს და მხარი დაუჭიროს უკრაინის აღდგენას. 

მისი თქმით, ომი ევროკავშირსაც ცვლის: თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ალიანსი იმედოვნებს, რომ მათ სხვა სახელმწიფოებიც შეუერთდებიან.

დიდი შვიდეულის G7-ის ქვეყნები რუსული ოქროს იმპორტს კრძალავენ. ამის შესახებ ბავარიაში G7-ის სამიტზე განაცხადეს, სადაც ომის შედეგად გამოწვეული ენერგოდეფიციტისა და საკვების კრიზისის განხილვაა დაგეგმილი. 

აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დამატებით განმარტა, რომ G7 ოქროს იმპორტის აკრძალვის შესახებ ოფიციალურ განცხადებას 28 ივნისს გაავრცელებს. 

გასულ წელს რუსული ოქროს ექსპორტი $15.45 მილიარდი იყო. ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, მდიდარი რუსები სანქციების ფინანსური ზემოქმედების შესამცირებლად დასავლეთისგან ოქროს ზოდებს ყიდულობდნენ. Reuter-ის წყაროს ინფორმაციით, ოქროს იმპორტის აკრძალვასთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსული ნავთობის იმპორტის ფასის ლიმიტის დაწესებაზე. 

კომენტარები