შინ ევროპისკენ

მოვალთ კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს – "შინ ევროპისკენ" 3 ივლისს აქციას გამართავს

ტაბულა

მოძრაობა სირცხვილიას ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა აღნიშნა, რომ 3 ივლისს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში აქცია გაიმართება, რომელიც საბოლოოდ 8 საათზე პარლამენტთან დასრულდება. 

"ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ. მანამდე ჩვენ მივალთ ყველასთან, თქვენ მიხვალთ ყველასთან - ყველა უბანში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში. 3 ივლისამდე ჩვენ ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა. ჩვენ ერთად ავირჩევთ საქართველოს ხსნის გზას, ოლიგარქის გარეშე. ხოლო, 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან - შევუერთებთ ერთმანეთის ნაკადებს და ავზვირთდებით თბილისში, პარლამენტის წინ. და დავრჩებით აქ, არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია". - აღნიშნა მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა. 

აქციის შინ ევროპისკენ ორგანიზატორებმა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობით, შემდგარი მთავრობის ფორმირება მოითხოვეს

კომენტარები