შინ ევროპისკენ

არახამია: უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს

გამარჯობა, საქართველო აუცილებლად იქნება ევროპაში! საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ადგილი ზუსტად რომ ევროპაშია. სწორედ ევროპისთვისა და ევროპაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ჩემი წინაპრებიც. უკრაინა და ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს. ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ. 
სხვათაშორის მისი ოჯახის წევრების უმეტესობა ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ქართველები კი შანსს კარგავენ და უნდა ელოდონ. ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავიანთი მთავრობის ქმედებებს სწორად შეაფასებენ

აღნიშნა ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ რუსთაველზე შეკრებილი აქციის მონაწილეებთან მიმართვისას. აქციის შინ ევროპისკენ ორგანიზატორებმა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობით, შემდგარი მთავრობის ფორმირება მოითხოვეს

კომენტარები