დეოლიგარქიზაცია

მელია: ოცნება ცდილობს ივანიშვილი წარმოაჩინოს ქველმოქმედად და ოლიგარქებს ეძებს ოპოზიციაში

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხალხის გულებში ნაპერწკალი ცეცხლად გადაიქცა, არის მსგავსი პროპაგანდისტული ხრიკები, ტყუილები, ცინიზმი და ხალხის დაცინვა. ხალხმა, მათ შორი ქართული ოცნები ყოფილმა მხარდამჭერებმა პასუხი გასცეს მათ პროპაგანდას. ისინი ძალიან უტიფრად ცდილობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი წარმოაჩინონ ქველმოქმედად, მეცენატად და ოლიგარქებს ეძებენ ოპოზიციის წიაღში. მაშინ როდესაც თითქოს ევროპარლამენტის რეზოლუცია დავიწყებას მიეცა? ევროპარლამენტარებმა შავით თეთრზე დაწერეს, რომ ბიძინა ივანიშვილი, სახელის და გვარის მოხსენიებით, არის მხილებული, ეჭვმიტანილი კრემლთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებში. ასე ჩაწერეს, ეს დოკუმენტი არსებობს და რომც არ იყოს ეს დოკუმენტი, მე აღარ ვიცნობ არც ერთ ადამიანს, ვინც ამ პროპაგანდას წამოეგება. 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია TV პირველის ეთერში ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ეხმიანება, რომელმაც დეოლიგარქიზაციის კანონზე თქვა, რომ "უკრაინაში ამ თემაზე არის მიღებული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და ამ კანონის მიხედვით, ეს რომ იყოს საქართველოში მოქმედი, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად. ესენი არიან ლელოში ხაზარაძე-ჯაფარიძე და ნაცმოძრაობაში - სააკაშვილი-კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის" 

კომენტარები