საქართველო-ევროკავშირი

იონათამიშვილი ივანიშვილზე: სინამდვილეში ღირებულებების სანქციაზეა ლაპარაკი

როდესაც ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი, ერთ კონკრეტულ პირს, ქართული დემოკრატიის განმტკიცებისთვის ჩვენს ქვეყანაში არ გაუკეთებია იმდენი, რამდენიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. მისი ქველმოქმედება, რომელიც სამ მილიარდ დოლარზე მეტია, მარტო ქველმოქმედება კი არ არის, ეს არის ინვესტიცია ქართულ ეკონომიკაში.

როდესაც ადამიანს აქვს ასეთი წვლილი საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის, მოქალაქეებისა და ეკონომიკის წინაშე, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და განვითარების წინაშე და ასეთი ადამიანის სანქციაზე იწყებ ლაპარაკს, აქ ღირებულებების სანქციაზეა სინამდვილეში ლაპარაკი და არა კონკრეტული ადამიანის სანქციაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომლითაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ემხრობიან

კომენტარები