5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული ოცნების მთავრობას "პრაგმატული" უწოდა.
"საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია; ისინი ევროკავშირის მიმართ ერთგულებას კვლავ ადასტურებენ, თუმცა, მათ ესმით, რომ ასე [საქართველო] აღარ იქნება საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქციით ცნობილი ქვეყანა." – განაცხადა მან.
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმთან შეერთებასა და ევროკომისიის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრას, რაც, მისი თქმით, გამოწვევას უქმნის საქართველოსა და რუსეთს ორმხრივ ურთიერთობებს.




