საქართველო-ევროკავშირი

ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა

ბიძინა ივანიშვილი
ფოტო: George Nebieridze , BuzzFeed

ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას უჭერს მხარს.  

ოფიციალური ტექსტი, ჯერჯერობით, არ გამოქვეყნებულა. 

"[ევროპარლამენტი] გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელიც ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშილმა ითამაშა საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და როლზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე. ღრმად წუხს ივანიშვილის პერსონალუირ და პირად კავშირებზე კრემლთან, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ახალი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. მიმართავს დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილოს ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო". - ვკითხულობთ დოკუმენტის ნაწილში, რომელიც ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა გაავრცელა.  

ინფორმაცია დაადასტურა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც. 

"პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოწოდების ფონზე, ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს ლამის ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს". - თქვა მან. 

კომენტარები