როგორც ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს, ბრიუსელში ქართულ მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა შედგება.
საგარეოს ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას "შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით."
დღეს, 5 ივნისს, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა ამ დიალოგის შესახებ და განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე "განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი."
როგორც საგარეოში აცხადებენ, "ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)), თანახმად შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი."




