ეს არის სრულიად პოლიტიკურად ანგაჟირებული მორიგი რეზოლუცია. რაც შეეხება ტექნიკურ შეხვედრას, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას. ქვეყანას, რომელსაც ახლა რომ ვსაუბრობთ, ახალი ცვლილებები გვაქვს მიგრაციასთან დაკავშირებითაც, ყველა სამართლებრივი კუთხით და ბაზით, როგორ ჰარმონიაშიც ვართ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ყველა შეთანხმებასთან, რასაც მოიცავს ასოცირების ხელშეკრულება, უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია შევედაროთ ნებისმიერ სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას.
მაგრამ კიდევ ერთხელ, ერთია რა კვლევებს დებს მათივე დაკვეთით ძალიან ავტორიტეტული სხვადასხვა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია და მეორეა ამათი პოლიტიკური განცხადებები, სრულიად რეალობას და მშრალ სტატისტიკას აცდენილი, რასაც უტიფრად ვისმენთ კოლექტიური კოსისგან თუ კოლექტიურ იუკნევინიაჩესთან.
საქართველო-ევროკავშირი
კირცხალია: ღიმილისმომგვრელია, შევედაროთ ნებისმიერ სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას




