რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: რუსეთის ეკონომიკა სანქციებისგან მიყენებულ დარტყმას საკმაოდ კარგად უძლებს

Getty Images

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი უძლებს სანქციებისგან გამოწვეულ დარტყმას. ამის შესახებ პუტინმა სოჩაში ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ პოროშენკოსთან შეხვედრისას ისაუბრა.

"ყველა სირთულის მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა უძლებს სანქციებისგან მიყენებულ დარტყმას და უძლებს საკმაოდ კარგად. ასეა ყველა ძირითად მაკროეკონომიკურ ინდიკატორზე დაყრდნობით". – თქვა პუტინმა. 

"კი, ეს არ არის ადვილი. ყველაფერი რაც ხდება, საჭიროებს სპეციალურ ყურადღებას ხელისუფლების ეკონომიკური ბლოკისგან. საერთო ჯამში, ამ ძალისხმევას პოზიტიური ეფექტი აქვს". – დაამატა მან. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები