ფინეთი-შვედეთი-NATO

შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლა ბალტიისპირეთის უსაფრთხოებას გააძლიერებს – ესტონეთი

REUTERS/Ints Kalnins/File Photo

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ევა-მარია ლიმეცის თქმით, შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება გაზრდის ბალტიისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებას. 

"ჩვენს სამეზობლო სივრცეში NATO-ს წევრი სახელმწიფოების ზრდა ხელს შეუწყობს უფრო ფართო ერთობლივ წვრთნებს. ასევე, მეტი თავდაცვით თანამშრომლობას". - თქვა ლიმეტსმა.

ლიმეტსის თქმით, ის იმედოვნებს, რომ თურქეთი, შვედეთი და ფინეთი NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უთანხმოებას გადალახავენ.

"ბუნებრივია, არსებობს განსხვავებები, მაგრამ, ამასთანავე, არსებობს მზადყოფნა, რომ ქვეყნებმა ეს განსხვავებები გადალახონ". - თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

გუშინ, 15 მაისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ალიანსი შეძლებს დისკუსიისა და განხილვების შედეგად საერთო ენის გამონახვას და კონსენსუსის მიღწევას

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს პესიმისტურად აფასებს. ერდოღანის თქმით, გაფართოებაზე წევრი ქვეყნები ერთსულოვნად უნდა შეთანხმდნენ. ასევე, მისი აზრით, საბერძნეთის NATO-ში შესვლა შეცდომა იყო.

12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს". რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

კომენტარები