რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვედეთის თავდაცვის მინისტრი: ერთად გავძლიერდებით, თუ NATO-ში გაწევრიანებას გადავწყვეტთ

შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პიტერ ჰულტქვისტის თქმით, ჩრდილოეთ ევროპის უსაფრთხოების შესაძლებლობები საგრძნობლად გაძლიერდება, თუ შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანებას გადაწყვეტენ.

"თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ს შეუერთდებიან, ჩვენ ერთმანეთის სიძლიერესა და უპირატესობებს გამოვიყენებთ, სრულად შევავსეთ ერთმანეთს და განვახორციელებთ ოპერაციულ დაგეგმარებას. ასეთ შემთხვევაში, ეფექტი იქნება ის, რომ ჩვენ ერთად გავძლიერდებით. ეს არის ის, რაც შეიძლება მოხდეს, თუ ჩვენ NATO-ში გაწევრიანებას გადავწყვეტთ". – თქვა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პიტერ ჰულტქვისტმა.

შვედეთის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიხედვით, NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას 15 მაისს მიიღებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.

შვედეთის NATO-ში შესვლას მხოლოდ მწვანე და მემარცხენე პარტიები ეწინააღმდეგებიან. ამასთან ერთად, შვედეთის NATO-ში შესვლა სწორედ სამთავრობო პარტიაზეა დამოკიდებული.

ასევე, ფინეთი 12 მაისს NATO-ში გაწევრიანებას გადაწყვეტს

6 აპრილს გამართულ NATO-ს მინისტერიალზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას განიხილავდნენ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

"არანაირად გამოვრიცხავ [NATO-ში] გაწევრიანებას". – თქვა შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები