ფინეთი-NATO

Reuters: ფინეთი 12 მაისს NATO-ში გაწევრიანებას გადაწყვეტს

ფინეთი 12 მაისს NATO-ში გაწევრიანებას გადაწყვეტს. ინფორმაციას Reuters-ი ფინურ გაზეთზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროცესი ორ ნაწილად არის გაყოფილი. პირველ რიგში, ფინეთის პრეზიდენტის თანხმობაა აუცილებელი, ხოლო შემდგომ საპარლამენტო ჯგუფების.

6 აპრილს გამართულ NATO-ს მინისტერიალზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას განიხილავდნენ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

"არანაირად გამოვრიცხავ [NATO-ში] გაწევრიანებას". – თქვა შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები