რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სლოვაკეთი დაზიანებულ უკრაინულ სამხედრო ტექნიკას შეაკეთებს

სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სლოვაკური კომპანია საომარ მოქმედებებში დაზიანებულ უკრაინულ სამხედრო ტექნიკას შეაკეთებს.

"სახელმწიფო კომპანიამ Konstrukta-Defence-მა უკრაინული სამხედრო ტექნოლოგიების შეკეთებასა და მოდერნიზების თაობაზე, კონტრაქტი დადო“. - თქვა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, მარტინა, კოვალ კაკასჩიკოვამ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა და თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა ადრე აღნიშნეს, რომ უკრაინას დაზიანებული იარაღის მოდერნიზებაში დაეხმარებიან.

"უკრაინის მხარემ მოგვმართა დაზიანებული უკრაინული აღჭურვილობის შეკეთების თხოვნით. დაზიანებული ტექნიკა ჩამოვიდოდა სლოვაკეთში, შევაკეთებდით და აღჭურვილობა დაბრუნდებოდა უკრაინაში“. - თქვა ნადმა აპრილის დასაწყისში.

8 აპრილს სლოვაკეთმა უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდასაცავად С-300-ის სისტემა გადასცა

С-300-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განკუთვნილია საჰაერო თავდაცვისთვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ უკრაინელ სამხედროებს ამ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ერთ-ერთი მთავარი სირთულე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში არის ის, რომ მათ სჭირდებათ ისეთი სისტემები, რომლის გამოყენებაც იციან და მათ მუშაობაში მოსაყვანად გადამზადება არ დასჭირდებათ, რისი დრო და გარემოც ფიზიკურად არ არსებობს.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაშიინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები