ნოდარ მელაძე პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრებს აქვეყნებს.
ჟურნალისტის ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.
TV პირველმა გადაცემის ანონსი დადო, რომელიც ეთერში შაბათს გავა.
შეგახსენებთ, რომ 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს. ამ საქმეზე დაკავებულ 6 პოლიციელს, 29 მაისს, აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
გორში მომხდარზე კომენტარი გააკეთეს ივანიშვილის წარმომადგენლებმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ "ასეთი პატარა გადაცდომები" პოლიციას "იოტისოდენა ჩრდილსაც" ვერ მიაყენებს.
ივანიშვილის შს მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა თქვა, რომ "ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა."
ივანიშვილის დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს რეაგირება იყო დროული და რომ "კანონი კანონობს."




