რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში ორი მაისისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებს უკრაინაში სახმელეთო შეტევები არ განუხორციელებია. ამასთან ერთად, უკრაინის ქვედანაყოფების მიერ იზიუმში, რუსეთის სამეთაურო პუნქტზე განხორციელებული შეტევები ოკუპანტების წინსვლას აფერხებს. ანგარიშის მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ჯარები გადაჯგუფებას აგრძელებენ.

რუსეთის სამხედრო ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ფილტრაციის ზომებს“ იღებენ და  უკრაინის მოქალაქეებს იტაცებენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს (GUR) ინფორმაციით, ოკუპანტები მსგავსს ზომებს ხარკოვში, ზაპოროჟიაში, ხერსონში, მიკოლაივში, ლუგანსკსა და დონეცკის ოლქებში იღებენ. "ფილტრაცია" მიზნად ისახავს სრულწლოვანი მამაკაცების, ყოფილ სამხედრო და სამართალდამცავ პერსონალისა და პროუკრაინელი აქტივისტების დაკითხვას, წამებასა და შესაძლო სიკვდილით დასჯას. GUR-ის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინელ მძევლებს ყირიმში აგზავნიან, რათა მომავალში ტყვეების გაცვლაში უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები რუს სამხედროებში გაცვალონ. 

    • ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებს უკრაინაში სახმელეთო შეტევები არ განუხორციელებიათ.
    • 30 აპრილს უკრაინის ქვედანაყოფებმა იზიუმთან ახლოს რუსეთის სარდლობის შტაბზე შეტევები განახორციელეს, რამაც ოკუპანტების წინსვლა საგრძნობლად შეამცირა.
    • სამხრეთ ღერძზე მყოფი ოკუოპანტების ჯარები გადაჯგუფებას განაგრძობენ, სავარაუდოდ, კრივი რიჰის, მიკოლაივის და ზაპორიჟიის მიმართულებით სახმელეთო თავდასხმებისთვის მოსამზადებლად.

    დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.
    რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

    პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

    კომენტარები