რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელებმა ხარკოვში რამდენიმე დასახლება ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს – გენშტაბი

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით მტრის ჯარი აგრძელებს ქალაქ ხარკოვის საჰაერო და საარტილერიო დაბომბვას. გარდა ამისა, ოკუპანტები უტევენ იზუმსაც.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები