რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვენედიქტოვა: მედვედჩუკის დამლაგებლის სახლის ჩხრეკისას $467 000 და 87 000 ევრო აღმოაჩინეს

Володимир Зеленський / Facebook

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით, პრორუსი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის დამლაგებლის სახლის ჩხრეკისას 467 000 დოლარი და 87 000 ევრო აღმოაჩინეს. ამის შესახებ ვენედიქტოვამ FACEBOOK-ზე დაწერა. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ოლიგარქი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მედვედჩუკის ცოლი, ოქსანა მარჩენკო ბელარუსში გაიქცა. მოგვიანებით კი შინაპატიმრობიდან გაიქცა თავად მედვედჩუკიც. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად 12 აპრილს დააკავა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლა შესთავაზა, რაზეც კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უპასუხა,  რომ მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის და "სპეცოპერაციასთან" კავშირი არ აქვს.

 

კომენტარები