რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ოკუპირებული რეგიონებიდან მოქალაქეების ჯარში გაწვევას აპირებს – უკრაინის დაზვერვა

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის შემოგარენში
ria.ru

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ოკუპირებული ხერსონიდან და ზაპოროჟიიდან მშვიდობიანი მოქალაქეები სამხედრო სამსახურში გაწვევას აპირებს. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახური უკრაინულ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყება აცხადებს, რომ რუსეთი იმეორებს ოკუპირებულ დონბასსა და ყირიმში გამოყენებულ პრაქტიკას.

"უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების ნებისმიერი სახით გაწვევა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, თუნდაც რუსეთის მხრიდან ეს წარმოდგენილი იყოს მათი კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც მოხალისეობრივი ან სამხედრო სამსახური, ჟენევის კონვენციის 51-ე მუხლის დარღვევაა". – ნათქვამი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები