რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს – დაიღუპა 2 ადამიანი

ხარკოვი

რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვას ხარკოვში კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ხარკოვის რეგიონული პროკურატურის ინფორმაციით აგრესორებმა ქალაქის ცენტრი დაბომბეს. ბომბები საცხოვრებელ კორპუსებთან სათამაშო მოედნების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დაიღუპა ქალი და კაცი. 

უკვე რამდენიმე დღეა ოკუპანტები ხარკოვს ბომბავენ. 17 აპრილს თავდასხმების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.  16 აპრილს კი რუსულ აგრესიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 31 დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები