რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინასთან ომში დაღუპული რუსი გენერალი სანქტ-პეტერბურგში დაკრძალეს

16 აპრილს სანქტ-პეტერბურგში მერვე არმიის სარდლის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმირ ფროლოვი დაკრძალეს. იგი უკრაინასთან ომში ბრძოლისას დაიღუპა. 

ფროლოვი რუსეთის პირველი მაღალჩინოსანი სამხედროა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ პატივით დაკრძალეს.

მერვე არმია როსტოვის რეგიონში იყო განლაგებული. მარტის შუა რიცხვებში უკრაინულმა მხარემ აღნიშნა, რომ ხერსონის აეროპორტის დაბომბვის შედეგად დაიღუპა მე-8 არმიის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩოვი. მოგვიანებით რუსეთმა ეს ინფორმაცია უარყო და პასუხად პირველ არხზე აჩვენა მისი შეხვედრა რამზან კადიროვნთან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები