რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"დაახლოებით, 19 100 სამხედრო, 705 ტანკი, 151 თვითმფრინავი" – უკრაინა ოკუპანტების დანაკარგებზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 24 თებერვლიდან დღემდე, 9 აპრილამდე რუსი ოკუპანტების დანაკარგზე ინფორმაციას ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, ოკუპანტებმა დაკარგეს:

  • დაახლოებით, 19 100 სამხედრო 
  • 705 ტანკი 
  • 1 895 ერთეული ჯავშანტექნიკა 
  • 335 საარტილერიო სისტემა 
  • 55 საზენიტო-საბრძოლო სისტემა 
  • 151 თვითმფრინავი 
  • 136 ვერტმფრენი 
  • 1 363 სატრანსპორტო საშუალება 
  • 7 გემი/ნავი  
  • 76 საწვავის ავზი 
  • 112 უპილოტო საფრენი აპარატი 
  • 25 სპეციალური აღჭურვილობა 

თავდაცვის სამინისტრო მონაცემებს ყოველდღიურად ანახლებს - გამოთვლას საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა ართულებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები