რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ავსტრალია ზელენსკის მოთხოვნის საპასუხოდ უკრაინას ჯავშანტექნიკას გაუგზავნის

ავსტრალიური Bushmaster-ები

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა აღნიშნა, რომ ქვეყანა უკრაინაში Bushmaster-ის ჯავშანტექნიკას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნის საპასუხოდ გაგზავნის.

"ჩვენ უკრაინას მხოლოდ ლოცვებს არ ვუგზავნით, ვგზავნით იარაღს, საბრძოლო მასალას, ჰუმანიტარულ დახმარებას. ვაკეთებთ ყველაფერს. ვაგზავნით ჯავშანტექნიკას, მათ შორის Bushmaster-ს". - თქვა პრემიერმინისტრმა. 

გუშინ ავსტრალიის პარლამენტთან ვირტუალური მიმართვის დროს, ზელენსკიმ კანონმდებლებს მეტი სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის Bushmaster-ის ჯავშანტექნიკის მიწოდებისკენ მოუწოდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები