რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ ავსტრალიის პარლამენტს მიმართა

ავსტრალიის პარლამენტი უსმენს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკს 
video-link at Parliament House in Canberra on Thursday.MICK TSIKAS/SHUTTERSTOCK

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის პარლამნეტთან ვირტუალურ მიმართვის დროს, კანონმდებლებს მეტი სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის Bushmaster-ის ჯავშანტექნიკის მიწოდებისკენ მოუწოდა

"უკრაინაში ისინი (Bushmaster-ის ჯავშანტექნიკა) ჩვენი საერთო თავისუფლებისთვისა და უსაფრთხოებისთვის ბევრად მეტს გააკეთებენ, ვიდრე თქვენს მიწაზე უფუნქციოდ ყოფნისას". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის გამოსვლის შემდგომ, ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა, სკოტ მორისონმა და თავდაცვის მინისტრმა, პიტერ დატონმა განაცხადეს, რომ ავსტრალია სამხედრო დახმარების სახით უკრაინას დამატებით 25 მილიონ ავსტრალიურ დოლარს, დაახლოებით 19 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს.

უახლესი პაკეტი, რომელიც ქვეყნის ჯამურ სამხედრო დახმარებას 116 მილიონ ავსტრალიურ დოლარს აჭარბებს, მოიცავს საჰაერო და სახმელეთო უპილოტო სისტემებსა და სამედიცინო დახმარების მარაგს. განცხადებაში Bushmaster მოწყობილობები მითითებული არ იყო.

ზელენსკის თქმით, მეტი სანქციაა საჭირო, რათა რუსეთმა არსებული სანქციებისთვის გვერდის ავლა ვერ შეძლოს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები