რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის რადა მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალვის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობს

Alamy Stock Photo

უკრაინის უმაღლესი რადა მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალვის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობს. რადის დეპუტატის, კირა რუდიკის თქმით, კანონპროექტი უკრაინაში რუსეთის საპატრიარქოს სამართლებრივ აკრძალვას გულისხმობს და მისი მრევლი უკვე უერთდება უკრაინის ეკლესიას.

"მაშინაც კი, თუ რადა არ დაამტკიცებს, ვინაიდან გვესმის მისი წინააღმდეგობები, კანონპროექტი დამატებით ბიძგს მისცემს ყველას, ვისაც სურდა უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში უკრაინის საპატრიარქოში რაც შეიძლება მალე გაწევრიანება". – თქვა რუდიკმა.

მისივე თქმით, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მოსკოვის საპატრიარქოსთვის 14 დღის განმავლობაში ქონების ჩამორთმევას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები