რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში სამშობიაროდან 70 ადამიანი, მათ შორის პაციენტები გაიტაცეს

Reuters/Alexander Ermochenko

რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის ერთ-ერთი სამშობიარო კლინიკიდან სამედიცინო პერსონალი და პაციენტები გაიტაცეს. ინფორმაციას ქალაქის საკრებულო Telegram-ზე ავრცელებს

მათი ცნობით, ლევობერჟნის რაიონის №2 სამშობიაროდან იძულებით გაიყვანეს 70-ზე მეტი ადამიანი.

"რუსეთი არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ ყველა ადამიანის უფლებას. ეს მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური ჯარების ქმედებებს ჰგავს. ჩვენ არ მივატოვებთ მარიუპოლის არცერთ მოქალაქეს, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე". – თქვა მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები