ჰორმუზის სრუტე

ტრამპი: აშშ ჰორმუზის მცველი ხდება, რისი ხარჯებიც ტვირთის 20%-იანი გადასახადით ანაზღაურდება

ჰორმუზის სრუტე ღიაა და ღიად დარჩება - ირანის მონაწილეობით თუ მის გარეშე. ჩვენ აღვადგენთ ირანის ბლოკადას, რომელსაც ასე იმიტომ ვუწოდებთ, რომ ის მხოლოდ ირანის გემებსა და იმ მომხმარებლებს შეეხება, რომლებიც ირანში შედიან ან იქიდან გამოდიან. ყველა სხვა ქვეყანას სრუტით თავისუფალი და შეუფერხებელი სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

ამიერიდან შეერთებული შტატები ცნობილი იქნება, როგორც "ჰორმუზის სრუტის მცველი". თუმცა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ამ ფუნქციის შესრულებისთვის საჭირო უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ანაზღაურდება — სრუტით გადაზიდულ ყველა ტვირთზე 20%-იანი გადასახადის სახით. ამ პროცესის აღსრულება და შესაბამისი მექანიზმის ჩამოყალიბება დაუყოვნებლივ დაიწყება.

წერს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

კომენტარები