რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WP: ჯო ბაიდენი აშშ-ში 100 000 უკრაინელ ლტოლვილს მიიღებს

ჯო ბაიდენი ენდრიუსის ბაზაზე ბრიუსელში NATO-ს სამიტის წინ.
The New York Times

The Washington Post-თან აშშ-ს ორმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყანაში უკრაინიდან 100 000 ლტოლვილს მიიღებს. 

ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ, შესაძლოა, რაოდენობა შეიცვალოს. ამას გარდა, მათ თქვეს, რომ დიდი შვიდეულის სამიტზე ლიდერები გააფრთხილებენ რუსეთს ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყნის დატოვება 3.6 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები