რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი: მომდევნო კვირებში რუსეთის პრიორიტეტი კიევის ალყაში მოქცევა იქნება

უკრაინელი გვარდიელი კიევში, 2022 წლის 25 თებერვალი
Reuters

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევის ჩრდილოეთ-სამხრეთიდან შესვლას ცდილობდნენ, თუმცა უკრაინელებმა ისინი შეაჩერეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მომდევნო კვირებში რუსეთი კიევის ალყაში მოქცევას შეეცდება.

"პროგრესის არქონის მიუხედავად, კიევი რჩება რუსეთის მთავარ სამხედრო სამიზნედ და სავარაუდოდ, მომდევნო კვირებში მათი პრიორიტეტი კიევის ალყაში მოქცევა იქნება". – წერს სამინისტრო

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები