რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთში 10 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა

BBC

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საფრანგეთსი 10 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერალდ დარმანინი ავრცელებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩამოსულთაგან ბევრი საფრანგეთში გავლითაა, მათი დანიშნულება კი ძირითადად ესპანეთია.

16 მარტის მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, 3 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. აღსანიშნავია, რომ ამ ლტოლვილებიდან დაახლოებით 1.5 მილიონი ბავშვია. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, ამ დროისთვის, ყოველ წამში ერთი უკრაინელი ბავშვი ხდება ლტოლვილი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები