რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩავუშოღლუ: თურქეთს სურს უკრაინის დამოუკიდებლობა, ბევრს ვმუშაობთ მშვიდობის მისაღწევად

მევლუთ ჩავუშოღლუ
Reuters

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთს სურს, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა აღიარებული იყოს და მშვიდობის მისაღწევად ბევრს მუშაობენ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს ძლიერი კავშირები აქვს როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან, ომი გავლენას ახდენს როგორც მათზე, ისე დანარჩენ მსოფლიოზე.

"ჩვენ კატეგორიულად კატეგორიულად შევეწინააღმდეგეთ ყირიმის ანექსიას 2014 წელს. მსოფლიოს რომ სათანადოდ ეპასუხა ყირიმის ანექსიისთვის, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით". – თქვა ჩავუშოღლუმ.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მუდმივი კომუნიკაცია აქვს როგორც რუს, ისე უკრაინელ ოფიციალურ პირებთან.

გასულ კვირას თურქეთმა უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლა. 17 მარტს კი მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაში ჩავიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები