უკრაინულმა დრონებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშები მიიტანეს რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავათსა და კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის დასახლებაში.
სალავათში იერიშის შედეგად იწვის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი დაწესებულება, რომელიც გაზპრომს ეკუთვნის. ეს ობიექტი ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს. უკრაინულმა დრონებმა ამ სამიზნეს 2025 წლის სექტემბერშიც დაარტყეს. წინასწარი მონაცემებით, ხანძარი გაჩნდა როსნეფტის ობიექტზეც.
ხანძარია აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის ტერიტორიაზეც.





