რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას უკრაინაში შეხვდა. ამის შესახებ კულება Twitter-ზე წერს.

"მივესალმები ჩემს თურქ კოლეგასა და მეგობარს უკრაინაში. თურქეთი უკრაინისადმი სოლიდარობის ერთგული რჩება. მადლიერები ვართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, ასევე თურქეთის დიპლომატიური მცდელობისთვის ბოლო მოეღოს რუსეთის დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ". - წერს Twitter-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები