რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერო: ომის დაწყებიდან ამ დრომდე უკრაინის მოსახლეობის 23%-ზე მეტს მოუწია სახლის დატოვება

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, 9.8 მილიონ უკრაინის მოქალაქეს მოუხდა საკუთარი სახლის დატოვება, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 23%-ზე მეტია. აქედან, 6.5-მა მილიონმა პირმა საცხოვრებელი ქვეყნის შიგნით დატოვა, 3.3-ს კი ქვეყნიდან მოუხდა წასვლა. ამის შესასხებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.

აგრეთვე, ორგანიზაციის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ამ დრომდე დაიღუპა 816 მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე, 2 149 კი დაშავდა. თუმცა, ეს რიცხვი იზრდება, რადგან რუსი ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას ამ დრომდე ახორციელებენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები