რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიაში 187 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 147 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა. 

სამინისტროს სპიკერმა CNN-თან აღნიშნა, რომ 17 მარტის მონაცემებით, გერმანიის პოლიციამ 187 428 ლტოლვილი დაარეგისტრირა, თუმცა, პოლონეთ-გერმანიას შორის სასაზღვრო კონტროლის არარსებობის გამო, შემომავალ ლტოლვილებთა რიცხვი შესაძლოა ბევრად მეტი იყოს.

გერმანიაში ჩასული ლტოლვილების უმრავლესობა არიან ქალები, ბავშვები და მოხუცები.

16 მარტის მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, 3 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. აღსანიშნავია, რომ ამ ლტოლვილებიდან დაახლოებით 1.5 მილიონი ბავშვია. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, ამ დროისთვის, ყოველ წამში ერთი უკრაინელი ბავშვი ხდება ლტოლვილი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები