რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერები კიევს ეწვევიან და ზელენსკის შეხვდებიან

ჩეხეთის პრემიერმინისტრი, პეტრ ფიალა Twitter-ზე წერს, რომ დღეს ის, ასევე პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავიეცკი, პოლონეთის პრემიერის მოადგილე, იაროსლავ კაჩინსკი და სლოვენიის პრემიერმინისტრი, იანეზ იანშა კიევს ეწვევიან. 

ისინი, როგორც ევროპული საბჭოს წარმომადგენლები, შეხვდებიან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერმინისტრ დენის შმიგალს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები