რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუბიო: პუტინი სამხედრო დამნაშავეა, მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება დანაშაულია

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორის მარკო რუბიოს თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამხედრო დამნაშავეა.

"[ვლადიმირ პუტინი] უდავოდ სამხედრო დამნაშავეა. სამშვიდობო მოსახლეობის მიზანში ამოღება,  სამოქალაქო ობიექტების, საავადმყოფოების განურჩეველი დაბომბვა, სნაიპერული ცეცხლის გახსნა ადამიანებისთვის, რომლებიც ჰუმანიტარული კორიდორით ცდილობენ გასვლას - ეს დე ფაქტო სამხედრო დანაშაულებია." - თქვა რუბიომ.

სენატორის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის ომში შემაშფოთებელია ამ ომის სხვა ქვეყნებში, მაგალითად მოლდოვაში გავრცელების საშიშროება, ასევე ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების და ამაში უკრაინის და NATO-ს დადანაშაულება, ომში NATO-ს ჩართვის შესაძლებლობა.

"ყველაზე შემაშფოთებელია, რომ პუტინი შეუძლებელ პოზიციაში. უკრაინაში მას გამარჯვება არ ელის. საუკეთესო შემთხვევაში ის მიიღებს დროში გაწელილ და ძვირადღირებული სამხედრო გამარჯვებას, რომელსაც მოჰყვება ძალიან ძვირადღირებული, მტკივნეული გრძელვადიანი სამხედრო ოკუპაცია, რომლის ფუფუნებაც არ აქვს და რომელსაც მუდმივი მოწინააღმდეგეები ეყოლება. ეს საუკეთესო შემთხვევაა. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, სამხედრო მარცხი რომელიც დამცირებით მთავრდება.

მაშფოთებს, რომ მას [პუტინს] შეუძლია ეს [ომი] გაავრცელოს ტრანსნისტრიაში, მოლოდვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც უკვე არიან რუსი სამხედროები.შეშფოთებული ვარ უკრაინის და NATO-ს დასადანაშაულებლად ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამიზნულად გამოყენების შესაძლებლობის გამო. შეშფოთებული ვარ  NATO-დან უკრაინაში შემავალი დახმარების ტრანსპორტის მიზანში ამოღებით, რაც ზრდის კონფლქტში NATO-ს ჩართვის ალბათობას, რაც თავის მხრივ შეიძლება უფრო დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს." - თქვა რუბიომ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები