რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნავალნი: შეშლილ მანიაკ პუტინს ყველაზე სწრაფად რუსი ხალხი შეაჩერებს

REUTERS/Shamil Zhumatov

ციხეში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ მოსახლეობას მოსკოვსა და სხვა ქალაქებში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდა

 "შეშლილ მანიაკ პუტინს ახლა ყველაზე სწრაფად გააჩერებს რუსი ხალხი, თუ ისინი ომს შეწინააღმდეგებიან.

[...] ყოველ შაბათ-კვირას უნდა წახვიდეთ ომის საწინააღმდეგო აქციებზე, თუნდაც ჩანდეს, რომ ყველა დაიმალა ან შეშინდა... თქვენ ხართ ომისა და სიკვდილის წინააღმდეგ მოძრაობის მთავარი საყრდენი".- წერს ნავალნი Instagram-ზე. 

საპროტესტო მონიტორინგის ჯგუფის OVD Info-ს ცნობით, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რუსეთში საპროტესტო ომის საწინააღმდეგო აქციებზე 13,908 ადამიანი დააკავეს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები