რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

განადგურებულია 317 ტანკი, 1 070 ჯავშანტექნიკა, 12 000-ზე მეტი რუსი – უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინულმა არმიამ 12 000-ზე მეტი ოკუპანტი მოკლა, გაანადგურა: 317 ტანკი, 1 070 ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები - 120, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა (MLRS) - 56; საჰაერო თავდაცვის სისტემები - 28; თვითმფრინავი - 49; შვეულმფრენები - 81; საავტომობილო ტექნიკა - 482; მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები - 3; ნავთობპროდუქტების გადასატანი ცისტერნები - 60; უპილოტო საფრენი აპარატი - 7.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბში ამბობენ, რომ ეს მონაცემები კვლავ ზუსტდება:

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები