რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პროპაგანდისტული რუსული მედია: უკრაინა წლები ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობდა

Google Play

პროპაგანდისტული რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინა რამდენიმე წელია ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს. 

იდენტური ტექსტი ერთდროულად სამი მსხვილი მედიის ТАСС, Интерфакс და РИА Новости გვერდებზე დაიდო. ინფორმაციის წყაროდ "ერთ-ერთი კომპეტენტური უწყება" სახელდება.

შეტყობინებებშ წერია, რომ უკრაინამ ჯერ კიდევ 1994 წელს საკუთარი ბირთვული იარაღის წარმოების გეგმა შეიმუშავა, რომელიც 2014 წლიდან ამოქმედდა. 

"უკრაინა აქტიურად ცდილობდა შეექმნა ბირთვული იარაღი, მას ამაში აშშ-ს მთავრობა ეხმარებოდა. კიევისა და ხარკოვის მახლობლად აშენდა სპეციალური კომპლექსები, რომლებიც ამ მიზანს ემსახურებოდა. ასევე ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ნაპოვნია დოკუმენტები, რომლებიც ყველაფერს ადასტურებს. მსგავსი იარაღის შექმნას უკრაინა რამდენიმე თვეში შეძლებდა. რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე კიევის გადაწყვეტილებით პროექტის სრული დოკუმენტაცია განადგურდა". – ამბობს "ერთ ერთი კომპეტენტური უწყების" წარმომადგენელი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

კომენტარები